25 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ბაზის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაეშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12:00 საათზე გადმოსცეს.

ქართველი მესაზღვრეები კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დააკავეს.

უცნობია, ოფიციალურად რა გახდა მესაზღვრეების დაკავების მიზეზი.

დღის ამბები