19 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რახან მთაგორიანი ადგილი გვაქვს, გაძნელდება, თუ ამომრჩეველიც დაეხმარება მიწოლაში, შეიძლება" - ქანთარია შავ ჯიპებზე

„მინისტრები ვერ გადავლენ მოტოროლებზე, მაგრამ გარკვეულწილად, ცოტა უნდა თანხა დაზოგონ და არ არის საჭირო 100 ათასიანი მანქანებით სიარული,“- ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ე.წ. შავი ჯიპების თემაზე გააკეთა.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ ამ საკითხზე კითხვები აღარ იყოს, მთავრობამ და საჯარო დაწესებულებებმა შავ ჯიპებზე უარი უნდა თქვან.

„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რახან ჩვენ მთაგორიანი ადგილი გვაქვს, ამდენად გაძნელდება ველოსიპედები, ყველას არ აქვს ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს და თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ამ მიწოლაში, მაშინ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი გახდეს,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ე.წ. შავი ჯიპების თემაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება, კატეგორიულად მიუღებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები