22 სექტემბერი 2019,   06:38
ვრცლად
ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო დაჯილდოება თბილისში

თბილისში, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ 80 ღვინოს, ოქროსა და ვერცხლის დიპლომები გადაეცათ.

კონკურსანტები მოტივირებულები არიან და კონკურსში გამარჯვებას და პოპულარიზაციას დიდ სტიმულად აღიქვამენ.

გამარჯვებულები წელს უცხოელი და ქართველი ღვინის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 70 კომპანიის 200 ნიმუში დააგემოვნა და შეაფასა.

დღის ამბები