24 ივლისი 2019,   11:27
ვრცლად
ქართველ მესაზღვრეებს რუსული მხარე საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს - სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი განმარტება

ქართველ მესაზღვრეებს, კობა მაჭარაშვილსა და გიორგი კერესელიძეს, რუსული მხარე საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. რუსი სამხედროების მიერ დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პირველი განმარტება გააკეთა. 

თემურ კეკელიას თქმით, ქართულ მხარეს არ შეუძლია დაადასტუროს, ქართველი მესაზღვრეების დაკავება იყო თუ არა რუსი სამხედროების მიერ გატაცება.

„27 ივნისს მოხდა მათი გასვლა სასაზღვრო-პოსტის დროებით საგუშაგოს გახსნის მიზნით. ეს არის საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე. გზა გარკვეულ მონაკვეთებზე არის საზღვრის ხაზთან, სადაც ამ მონაკვეთზე მოხდა მათი შეჩერება რუსი მესაზღვრეების ჯგუფის მიერ, რომელთაც განაცხადეს, რომ საზღვრის დარღვევა მოხდა და ვითარების გარკვევის მიზნით რუსული მხარის საგუშაგოზე გადაიყვანეს,“- განაცხადა თემურ კეკელიამ.

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ბაზის ტერიტორიაზე დაეშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა დღეს გადმოსცეს. "კურიერის" ინფორმაციით, კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე საკუთარ სახლებში უკვე გადაიყვანეს. 

ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები