23 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პროკურატურის მიერ ნათელა გორდაძის უკანონო დევნა განიხილება

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში," პროკურატურის მიერ, ადვოკატ ნათელა გოდერიძის უკანონო დევნა განიხილებოდა.

საქმე ეხება 13 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზარალებულებს, რომელთა კუთვნილი კომპენსაცია, თბილისის მერიამ უცხო პირებს გადასცა, ხოლო თავად დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს კი ბრალი პროკურატურამ წარუდგინა.

დაზარალებულების უფლებადამცველი, საქმეში ჩართული პროკურორების დასჯას და სიმართლის დასადგენად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

ადვოკატი ნათელა გოდერიძე ამბობს, რომ დაზარალებულებად ის პირები არიან მიჩნეული, რომლისთვისაც ბრალი უნდა წარედგინათ.

„საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, არარსებულ დანაშაულზე მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება,“ - ამბობს ნათელა გოდერიძე.

ადვოკატი ონისე მარგიანი აცხადებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება, მისი აზრით, ობიექტური გამოძების პირობებში გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„ერთი გახლავთ დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ადვოკატ ნათელა გოდერიძის კლიენტს ეხება, რომ ის იყო დაზარალებული და იმავე საფუძველზე მომდევნო დადგენილებაში, თვითონ ეს პირიც და ნათელა გოდერიძეც ცნობილნი არიან ბრალდებულებად,“ - განაცხადა ონისე მაგრიანმა.

 

დღის ამბები