18 ივლისი 2019,   20:11
ვრცლად
არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად - მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის მოწმეზე საუბრობს

ხორავას ქუჩის მოწმით, რომლის ინტერვიუც „კურიერში“ გავიდა, დროებითი საპარლამენტო კომისია დაინტერესდა. ნელი ზამბახიძე პარლამენტის წევრებმა გამოკითხეს.

ზამბახიძე ხორავას ქუჩის ოთხ ნომერში იმ ეზოში ცხოვრობს, სადაც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

ზამბახიძე ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ ურტყამდა მომაკვდავ სარალიძეს ერთ-ერთი ახალგაზრდა. დღემდე მოწმე დაკითხული არ იყო.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისიამ მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა ნელი ზამბახიძეს.

„არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა, მე მეტს ამასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩის საპარლამენტო კომისიამ სხვა ადგილობრივებიც გამოკითხა. ნიკა ვაჩეიშვილმა და მისმა მეუღლემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენეს.

დღის ამბები