23 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომას, სადაც 2018 - 2021 წლების პროგრამულ პრიორიტეტებს განიხილავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა ხმაურიანად წარიმართა და დაპირისპირება უმცირესობის თემის განხილვას მოჰყვა. ბორდის წევრმა  გია იაკობაშვილმა,  ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას „დებილი, გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი და კომკავშირის გადმონაშთი,“ უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივ თემებს.

„ეს პრიორიტეტები, რაც ახლა უნდა დამტკიცდეს არ ეფუძნება რაიმე კვლევას, მე დამრჩა შტაბეჭდილება რომ, მხოლოდ 9 წევრი საბჭოსი დაჯდა და შეიმუშავა საკუთარი შთაბეჭდილებებიდან,  მიღებული ინფორმაციებიდან მიღებული პრიორიტეტები,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

დღის ამბები