19 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქათველოს ეკონომიკა შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ, 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასების და ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მიმოხილვა დასრულდა.

116-გვერდიან დოკუმენტში, საქართველოს ეკონომიკა დადებითადაა შეფასებული და ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის მონეტარულ და ფინანსურ სტაბილურობის პოლიტიკას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ წარმატებული პროგრამა საამაყოა სავალუტო ფონდთან და პროგრამის მეორე მიმოხილვის მეორე დოკუმენტში ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების პროგრესი.

„აღნიშნულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს,“- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს,  რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული მდგომარეობის შესაბამისია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ფრასუა პესო აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი,  საქართველოს პროგრესს რეფორმების კუთხით მხარს უჭერს და ეკონომიკური ზრდა სავარაუდოზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

დღის ამბები