25 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გაუფასურდა.    

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4516 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4535 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8537 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8439 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.

დღის ამბები