19 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის დაკითხვა უკვე საათნახევარია, მიმდინარეობს

ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის დაკითხვა უკვე საათნახევარია, რაც მიმდინარეობს. ირაკლი ნოზაძის გამოკითხვას მისი ადვოკატი ესწრება. კლინიკაში ასევე იმყოფება ირაკლი ნოზაძის ძმა.

ჯგუფი ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი სოლისტი, რომელიც 5 დღის წინ საკუთარ სახლთან დაჭრეს, გამომძიებლებს დღეს პირველ ჩვენებას მისცემს.

ირაკლი ნოზაძე მომხდარის დეტალებზე დღეს პირველად ისაუბრებს და სავარაუდოდ, სწორედ დღეს გაირკვევა დანაშაულის მოტივიც.

ცნობილია, რომ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა მომღერალს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

თამთა ჯანჯღავამ ჩვენებაში განაცხადა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ფული ასესხა ნარკოტიკული ნივთიერებისთვის და ჯანჯღავას თქმით, ნოზაძე დაჰპირდა, რომ მასაც მისცემდა ნარკოტიკულ ნივთიერებას.

ირაკლი ნოზაძე 5 დღის წინ დაჭრეს. მისი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავა მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასწარპატიმრობაში რჩება. ასევე, დაკავებულია შეუტყობინებლობის ბრალდებით ჯანჯღავას მეგობარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები