19 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ესტონეთში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ესტონეთში შეერთებული შტატების ელჩი თანამდებობას ტოვებს.

ჯეიმს მელვინი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღო.

ამერიკელი დიპლომატი კატეგორიულად არ ეთანხმება ნატო-სა და ევროპელი მოკავშირეების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ ტალინს ერთ თვეში დატოვებს.

ჯეიმს მელვინი ესტონეთში 2015 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი დიპლომატიური პოსტები რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეკავა. 

დღის ამბები