25 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 94 წლის მოხუცის ოჯახი დაკავების დეტალებზე არ საუბრობს

რუსი ოკუპანტების მიერ 8-საათიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 94 წლის მოხუცის ოჯახი დაკავების დეტალებზე არ საუბრობს.

გორა ღარიბაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ ღამით გაანთავისუფლეს.

მოხუცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა ოკუპანტებმა. ეს გორა ღარიბაშვილის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. შარშან 94 წლის მოხუცმა მთები გადაიარა, ღამე ტყეში გაათენა და მაინც მიაღწია ოკუპირებულ ქსნის ხეობას, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

ამჯერად ის ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდან გაიტაცეს.

დღის ამბები