20 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
ხაშურში ურთიერთშელაპარაკებისას ერთი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

დაჭრილი პაციენტი, ექიმების განცხადებით, მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადაიყვანეს.

როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.

უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე, თუმცა, ამ დრომდე დაკავებული  არ არის და მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

დღის ამბები