25 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
ჭიათურაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას, 25 წლის ზურაბ ბერიძის ცხედარი დამწვარი იპოვეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის მკვიდრი ახალგაზრდა 5 დღის წინ გაუჩინარდა.

ოჯახი და პოლიცია მას აქამდე უშედეგოდ ეძებდა. დღეს გვამი ტყის პირას იპოვეს.

ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები