15 ივლისი 2019,   23:01
ვრცლად
აშშ-ის დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ფხენიანი ვაშინგტონის მოტყუებას ცდილობს

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ოფიციალური ფხენიანი ვაშინგტონის მოტყუებას ცდილობს.

ინფორმაციას, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეების განმავლობაში საიდუმლო ობიექტებზე ბირთული საწვავის წარმოება გაზარდა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ მოტყუების გზით კიმ ჩენ ინი ცდილობს, აჩვენოს, თითქოს დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას ინარჩუნებს, რეალური მიზანი კი შეერთებული შტატებისგან უფრო მეტი დათმობის მიღებაა.

 

დღის ამბები