25 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორშაბათს ზვიად კუპრავა და გამომძიებლები გამოიკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომა ორშაბათს განახლდება. პარლამენტში ზვიად კუპრავას და შსს გამომძიებლებს ელოდებიან.

კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ- ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ კი არ ვეძებთ ახალ გარემოებებს, არამედ ვეყრდნობით იმ მასალებს და ჩვენებებს, რომელიც ჩვენს ხელთ არის. ორშაბათს გავაგრძელებთ საკითხის განხილვას, თუ რამე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კომისიის წევრებს შორის, ეს დრო იმედია, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კომისიამ ერთხმად მიიღოს გადაყვეწტილება,“ - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, გასარკვევია, რეგლამენტის მიხედვით, რამდენად არის შესაძლებელი, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით კონკრეტული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

დღის ამბები