20 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, მე-12 კლასელი გაიტაცეს

სოფელ ჭვრინისში მცხოვრები ტატო ხარაზიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა არასწრულწლოვანი გაიტაცეს.

როგორც ოჯახი აცხადებს, ტატო ხარაზიშვილი, საოკუპაციო ზოლის ახლოს გადაადგილდებოდა. მათივე ინფორმაციით, მე-12 კლასელი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

გატაცების ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. შესაბამისად, შს სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ დაკარგული ბიჭი ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

 

დღის ამბები