20 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
შსს-მ ხაშურში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ხაშურში მომხადარი მკვლელობის  ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 30 წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

დაკავებულმა ხაშურში ორ პირს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე მკურნალობას თბილისში გადის.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები