20 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
"ადვოკატი და მართლმსაჯულება" - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონფერენცია ქუთაისში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონფერენცია ქუთაისში. კონფერენციის თემა "ადვოკატი და მართლმსაჯულებაა." შეხვედრაზე მართლმსაჯულების განხორციელებაში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, ასევე ადვოკატთა უფლებების დარღვევასა და მათზე რეაგირებაზე ისაუბრეს.

მსგავსი კონფერენციები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წელიწადში ერთხელ ტარდება.

„დღეს არის შეხვედრა იმერეთში მოღვაწე ადვოკატებთან და ძირითადად, საკითხი შეეხება ადვოკატთა უფლებების დაცვას, მათ შრის რეგიონებშიც, რადგანაც ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, დაცული და დამოუკიდებელი ადვოკატის გარეშე, ზოგადად ხარისხიანი მართლმსაჯულება წარმოუდგენელია. ჩვენ მაქსიმალურად ცდილობთ, გავაძლიეროთ იურიდიული პროფესია,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

დღის ამბები