16 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
გომბორზე მომდხარი ავარიის დროს დაშავებული 25 ტურისტიდან ერთს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება

გომბორის გზაზე გადატრიალებულ მიკროავტობუსში მჯდომი 27 მგზავრიდან სამედიცინო დახმარება 25-ს დასჭირდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ერთ-ერთ მგზავრს ოპერაცია ესაჭიროება. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ერთი არის საოპერაციო, არის ლავიწის ცდომილი მოტეხილობა და საოპერაციოა. არის რამდენიმე თავის ტვინის შერყევით პაციენტი. დანარჩენები ზედაპირული ტრავმებით, ექსკორიაციებით. მცირე ზომის ჭრილობებით,“-განაცხადა ექიმმა მაია მრევლიშვილმა.

დაშავებულები მოინახულა თელავის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. აკა საჩიშვილის ინფორმაციით ავარია მიკროავტობუსის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გომბორის გზაზე რამდენიმე საათის წინ ამობრუნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები