24 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
ავარია გომბორზე - ტურისტული კომპანიის დამფუძენებელი გამორიცხავს, რომ მიკროავტობუსის ამობრუნების მიზეზი მისი გაუმართაობა გახდა

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი, რომელიც გომბორის  უღელტეხილზე მოცურდა და ამობრუნდა კომპანია Travel to Georgia-ს ეკუთვნის. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი გამორიცხავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

„ყველა ავტობუსს აქვს ტექდათვალიერება გავლილი. მათ შორის ამ ავტობუსსაც აქვს ტექდათვალიერება გავლილი, ანუ ავარიის  მიზეზი ცნობილია არ არის. უშუალოდ არ შევსწრებივარ,“-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის უკვე მიემართება თელავისკენ და ადგილზე გაესაუბრება მძღოლსაც და გიდსაც იმისთვის რომ მომხდარის მიზეზები გაირკვეს.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გომბორის გზაზე რამდენიმე საათის წინ ამობრუნდა. ამ დროს მიკროავტობუსში 27 მგზავრი იჯდა. მათგან 25 დაშავდა. ერთს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები