24 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
შსს-მ შიდა ქართლსა და სამეგრელოში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლსა და სამეგრელოში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. დაკავებულია სამი პირი. ბრალდებულები გორსა და სენაკში აიყვანეს. გორში ერთ-ერთმა დაკავებულმა მეზობლის სახლი გაქურდა, სენაკში კი ბრალდებულებმა მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს.

სამივე შემთხვევაში დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები