24 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
ივანიშვილის აქტივები და დაპატიმრებული "კრედიტ სუიზის" თანამშრომელი-შვეიცარიული ბანკი პატრის ლესკოდრონის გამართლებას ითხოვს

შვეიცარიული ბანკი "კრედიტ სუიზი" ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით პოზიციას იცვლის. გავრცელებული ცნობით, ფინანსურმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა ჟენევის სასამართლოს მისი ყოფილი თანამშრომლის, პატრის ლესკოდრონის გამართლების თხოვნით. საუბარია სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ლესკოდრონს ბანკის კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, აქტივების უკანონო მართვაში ადანაშაულებენ. აქამდე ბანკში ირწმუნებოდნენ, რომ პატრის ლესკოდრონმა ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელობასაც დაუმალა. ბანკის ყოფილ მენეჯერს ჟენევის სასამართლომ თებერვალში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

დღის ამბები