19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"სააკაშვილის ვინმეს ეშინია? შეიძლება ერთ დროს ვინმეს აშინებდა, მაგრამ არა ჩვენ“ - ბესელია მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია, მიხელ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას ეხმაურება.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა უარი თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მათივე თქმით, დღეს უკვე მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მართლმსაჯულება ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი რიგით პირის მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის არავის ეშინია.

„მიხეილ სააკაშვილის ვინმეს ეშინია? ვინმეს ეშინია? მე მახსოვს შეშინებული სააკაშვილი და არაერთხელ მინახავს ამ როლში, მაგრამ მისგან შეშინებული არავინ მეგულება. ის შეიძლება ერთ დროს ვინმეს აშინებდა, მაგრამ არა ჩვენ,“-ამბობს ბესელია.

დღის ამბები