25 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ხშირად დგამს არაპროგნოზირებად ნაბიჯებს - კილაძე მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია, მიხელ სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას ეხმაურება.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა უარი თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მათივე თქმით, დღეს უკვე მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მართლმსაჯულება ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი რიგით პირის მიმართ.

„ამ ბატონმა თვითონ აირჩია რომ უნდოდა ყოფილიყო უკრაინის მოქალაქე. რასაც ითვალისწინებდა კანონმდებლობა ყველა ადამიანის მიმართ გავრცელდა სააკაშვილზე.
ეს ადამიანი, რომელიც ასე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადის და იმას აკეთებს რაც უნდა, ეს თავის ნებაა გააკეთოს რაც უნდა, უბრალოდ მის მიმართ არის დამდგარია შესაბამისი განაჩენი. მართლმსაჯულება როგორც არის სხვებისთვის მისაღები და როგორც არის წესი და კანონი ისე უნდა გავრცელდეს სააკაშვილზეც, “-აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე სოფიო კილაძე.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას, კილაძე ამბობს, რომ ის ვერ პროგნოზირებს რა ნაბიჯს გადადგამს გიორგი მარგველაშვილი. აღუდგენს თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობას, რადგან დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში პროგნოზირებადი არ არის.

"გიორგი მარგველაშვილის ქმედებების პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება იმიტომ, რომ ის ძალიან ხშირად ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც არ არის პროგნოზირებადი,“- აცხადებს სოფიო კილაძე.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "კვირის აქცენტებში" საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ "თუ ვაჟკაცობა აქვს" დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. 

დღის ამბები