24 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
პირველი ივლისიდან კომერციული ორგანიზაციებისა თუ საჯარო უწყებების კუთვნილი ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა

პირველი ივლისიდან კომერციული ორგანიზაციებისა თუ საჯარო უწყებების კუთვნილი ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა.

თბილისის მერი, კახი კალაძე ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად მოძველებულ მუნიციპალური ტრანსპორტის ასახელებს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობას არაეფექტურად აფასებენ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი მთავარ მიზეზად ტექნიკური ინსპექტირების კანონის აღსრულების ნაწილში არსებულ ხარვეზებს ასახელებენ.

გარემოს დაცვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ჰაერის დამაბინძურებელი საფრთხეების, მყარი შეწონილი ნაწილაკების, იგივე მტვრის და აზოტის დიოქსიდის მიზეზი, ძირითადად, გაუმართავი ავტომობილია.

ტექინსპექტირების რეფორმის ხარვეზებს არ უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში. თუმცა ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებას არ გეგმავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ეროვნული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის გაძლიერებას აპირებენ. ამ მიზნით წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 1200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.

ტექდათვალირების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. ამ დროიდან სატვირთო, სამგზავრო და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის კონტროლი სავალდებულო გახდა.

მესამე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც მაღალძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება.

2019 წლისათვის უკვე ტექდათვალიერება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო იქნება.

 

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები