16 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
მარგველაშვილის უარი სააკაშვილს - პრეზიდენტმა წინამორბედს ტონი დაუწუნა

უარი მოქალაქეობის აღდგენაზე - ასეთია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის პასუხი მესამე პრეზიდენტის მოთხოვნაზე.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ მას მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით, პრეზიდენტისთვის არც კი მიუმართავს.

საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა. მისი თქმით  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მისი დაბრუნების ეშინია, პოლიტიკური დევნის რეალური მიზეზიც ეს არის.

"ქართული ოცნების" წევრები კი ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ქართული სასამართლო ელოდება, ხოლო რას გადაწყვეტს მარგველაშვილი, მისცემს თუ არა მის წინამორბედს მოქალაქეობას ეს მისი გადასაწყვეტია.

მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები კი აცხადებენ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა მიიღებს თუ არა საქართველოს მოქალაქეობას მაინც დაბრუნდება თუმცა არა რევოლუციის გზით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები