16 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
ტრაგედია ახალსოფელთან - უყურადღებოდ დატოვებულმა ხელოვნურმა ტბამ ორი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტომაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, უყურადღებოდ დატოვებულმა ხელოვნურმა ტბამ ორი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა.

დაკარგულ ბავშვებს ოჯახები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით მათ შეატყობინეს, რომ მეგობრები მაშველებმა წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

12 წლის ორი მოზარდის ტანსაცმელი და ველოსიპედი, ადგილობრივმა მწყემსმა 1 ივლისის საღამოს ნახა. თვითმხილველი „კურიერთან“ ყვება, რომ ხელოვნურად დაგუბებული ტბაში საბანაოდ სკოლის მოსწავლეები შუადღით ჩავიდნენ, თუმცა ერთ-ერთი მოზარდი წყლის ქვეშ, მცენარეების ბადეში გაეხვა და მისი გადარჩენა მეგობარმა ვეღარ შეძლო.

ხელოვნურად დაგუბებული წყალი ახალსოფლის ტერიტორიაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც აგარა-ოსიაურის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. კომპანია "ბლექ სი გრუპი" შემთხვევის ადგილზე ქვიშის მოპოვებით სამუშაოებს უკვე წლებია ახორციელებს, თუმცა რატომ არ იყო დაცული კარიერი ღობით და არ იყო დამონტაჟებული ამკრძალავი ნიშნები, ამ კითხვებზე ხაშურის მერიაში პასუხი არ აქვთ.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანიას, ამ ადგილის ამოვსება დაევალა, რაც არ მომხდარა. „ბლექსი გრუპი“ ირწმუნება, რომ ლიცენზია მათი სამუშაოების განხორცილებისთვის 2019 წლამდე სახელმწიფო უწყებებმა გასცეს.

რამდენად იყო შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოება დაცული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის ამბები