20 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
პანკისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს ინიციატივით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პანკისში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

პირველი შეხვედრა ჯოყოლოს სკოლაში სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა გამართეს.

მათ მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო კამპანის ფარგლებში შეხვედრები კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

„ჩვენ დავდეთ პირობა, რომ მომავალშიც ისევე, როგორც ადრე, გავაგრძელებთ მათთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად და მათი ჩართულობით ხეობის განვითარებაზე მუშაობას. ამოცანა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მთელი საქართველო და საქართველოს თითოეული მოქალაქე იმიტომ, რომ თანასწორობა ნიშნავს ჩართულობას და ჩართულობა კიდევ იწყება ჩვენი მოქალაქეების ჯენოვრად ინფორმირებით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები