24 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
იაპონიის სამხრეთ რაიონებს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა

იაპონიის სამხრეთ რაიონებს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. გადაიდო ათობით რეისი. ძლიერის ქარის გამო, ნაგასაკიში ავტოშემკეთებელი ქარხანა დაინგრა.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გადაუღებლად წვიმს ჰოკაიდოზეც. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია დასახლებები.

მოსალოდნელი მეწყერის გამო კი მთავარი მაგისტრალებიც გადაკეტეს. ჰოკაიდოზე ძლიერი წვიმის გამო, შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობაც.

ტაიფუნი ამ დროისთვის სამხრეთ კორეისკენ მიემართება.

დღის ამბები