19 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ჩვენ შეიძლება, ვიყოთ კონკურენტები, მაგრამ მტრებად ყოფნა აუცილებელი არ არის - ამერიკელი სენატორები მოსკოვში ჩავიდნენ

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ჰელსინკიში დაგეგმილი შეხვედრის წინ ამერიკელ სენატორთა ჯგუფი მოსკოვში ჩავიდა. რესპუბლიკელი კანონმდებლები სერგეი ლავროვმა მიიღო.

განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ჰელსინკის სამიტი იყო.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ შელბიმ, განაცხადა, რომ გლობალურ საკითხებზე საერთო ინტერესების გამო, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა შესაძლოა, გაუმჯობესდეს.

„ჩვენ შეიძლება, ვიყოთ კონკურენტები, მაგრამ მტრებად ყოფნა აუცილებელი არ არის,“ - აღნიშნა სენატორმა.  

დღის ამბები