19 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
გამომცემლობა "დიოგენეს" ბრალდებებს განათლების სამინისტროში უპასუხეს

განათლების სამინისტროში დღეს გამომცემლობა დიოგენეს ბრალდებებს უპასუხეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Google drive-ის მასალები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე სამხარაულის ცენტრში, რის შემდეგაც დადგინდება, რამდენად რეალურია დიოგენეს ბრალდებები.

თეიმურაზ მურღულიას მტკიცებით, მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის და - ლალი გიგაური, არ არის წიგნის თანაავტორი და არც სამინისტროს მიერ დაქირავებული ექსპერტი.

„ჩვენთვის ფრიად აქტუალურია ის პრეტენზია, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ  წარმოადგინა. ჩვენ მივიღეთ ვიდეოჩანაწერი, სააპელაციო კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, გადააგზავნოს დამატებითი ექსპერტიზისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება რაიმე ფაქტები. ჩვენი ამოცანაა, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამინსიტროს მიღმა დამოუკიდებელ სივრცეში მოხდეს ამ მონაცემების შემოწმება,“ - განაცხადა მურღულიამ.

გამომცემლობა დიოგენე განათლების სამინისტროს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემასა და სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

გამომცემლობის წარმომადგენლებმა მტკიცებულებები გაასაჯაროვეს და განაცხადეს, რომ მათი საკონკურსო მასალები სამინისტროში გადაგზავნიდან მალევე, კონკურენტების ხელში აღმოჩნდა.

დღის ამბები