20 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
1000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 2 თვის განმავლობაში - საქართველოში წითელას ეპიდემია სულ უფრო მასშტაბური ხდება

1000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 2 თვის განმავლობაში - საქართველოში წითელათი ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მომატებულია უფროსების დაინფიცირების შემთხვევებიც.

უფროსი ასაკის პაციენტებში წითელას მძიმე გართულებები აქვს, მათ შორის ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა. ასეთი გართულებებით რამდენიმე პაციენტი უკვე წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მაღალი ტემპერატურა, რომელსაც თან ახლავს ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი, ეს სიმპტომები შეიძლება მწვავე ვირუსული დაავადების ნიშნები იყოს. სიმპტომების დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ ავადმყოფს პირის ღრუში შეიძლება, წვრილი, თეთრი, 5-6 დღის შემდეგ კი სხეულზე ვარდისფერი გამონაყარი გაუჩნდეს. რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ და გამონაყრიც თანდათან ქრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირების მთავარი მიზეზი არასრულყოფილი ვაქცინაციაა. მწვავე ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო გეგმიური აცრა 1 და 5 წლის ან არაგეგმიურად 41 წლის ასაკამდე ტარდება.

დღის ამბები