25 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
ირაკლი შოთაძესა და ყოფილ პროკურორ მილენა მითაიშვილს ბარბარე რაფალიანცის საქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ

ბარბარე რაფალიანცის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით განცხადება მთავარ პროკურატურაში ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მეუღლის - რივერა ბენდელიანის, ადვოკატებმა შეიტანეს.

ბენდელიანი ამტკიცებს, რომ მის პროკურორ ცოლს რაფალიანცის საქმის ფაბრიკაცია ირაკლი შოთაძემ დაუკვეთა.

ეს სკანდალური ინტერვიუ რივერა ბენდელიანმა შაბათის კურიერს რამდენიმე კვირის წინ მისცა, თუმცა, გამოძიება პროკურატურამ არ დაიწყო. ბენდელიანს ეჭვი აქვს, რომ გამომძიებლები ყოფილ ხელმძღვანელის პოლიტიკური მართლმსაჯულების დამალვას ცდილობენ.

ბენდელიანს და მის ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 10 თვის ჩვილის საქმე ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და 2016 წელსაც იმავეს აპირებდა.

ადვოკატების მტკიცებით, პროკურორ მილენა მითაიშვილს ირაკლი შოთაძემ და პროკურატურის მაღალჩინოსანმა ნიკოლოზ დგებუაძემ დაავალეს, საქმე ისე წარემართა, რომ ბავშვის მკვლელობა ოპოზიციისთვის გადაებრალებინათ.

ადვოკატები ამბობენ, რომ სკანდალური ფაქტების საჯარო სივრცეში გაჟღერების მიუხედავად, უკვე ერთი თვეა, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს.

იმ სქემის მიხედვით, რომელსაც პროკურორი მითაიშვილი თავის ყოფილ ქმარს უყვებოდა,  სამართალდამცველებს ზეწოლა დაღუპული ბავშვის დედაზე უნდა მოეხდინათ.

6 წლის წინ მოკლული ჩვილის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, სიმართლე დაადგინოს.

 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები