24 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
„უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი" - დავით ზალკალიანი

„უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი," - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შესაძლებელია, უნგრეთმა ვიქტორ ორბანის ინიციატივით, ქართულ-უკრაინული დოკუმენტი დაბლოკოს, რომლის მიღებაც ნატო-ს სამიტზე იგეგმება.

დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველოსა და უკრაინის თემა მოექცევა არა საერთო კომუნიკეში, არამედ იქნება ცალკე დოკუმენტი.

დავით ზალკალიანი უნგრეთის პოზიციაში რისკებს ვერ ხედვას. მინისტრი ამბობს, რომ ვიქტორ ორბანი არ აპირებს, დაბლოკოს გადაწყვეტილება. 

„უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი და ყველა დონეზე უნგრეთის მხრიდან გვაქვს ჩვენ გამოხატული მხარდაჭერა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი, გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ნატო-ს სამიტი რეალურ ინსტრუმენტებს მოგვცემს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება,“ - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

განცხადება გააკეთა გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ ჰელმიხიმ.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხები ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებით, ასევე თავდაცვის გაძლიერების თემა და სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში. ვისაუბრეთ, რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ჩრდილოეთით და სამხრეთით, ველოდებით ნატო-ს სამიტს და გადაწყვეტილებას, რომელსაც შეერთებული შტატები მიიღებს,“ - განაცხადა ვოლფგანგ ჰელმიხიმ.

დღის ამბები