25 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად - მეზვრიშვილი საგამოძიებო კომისიაზე იოსებ სიგუას არ მისვლის მიზეზებს განმარტავს

პოლიციელებიც ხდებიან ავად - ასე ეხმაურება შს მინისტრის მოადგილე შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების საკითხს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ დაესწრო.

როგორც შს სამინისტროში განმარტეს, სიგუა ავად გახდა, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ის წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა სიგუამ ვერ განმარტა საკუთარი უფლება მოვალეობები მან პატაკი დაწერა და თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იოსებ სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს და შესაძლებელია, პოლიციელიც გახდეს ავად.

„ეს ინფორმაცია, რომ თითქოს სიგუამ სამსახური დატოვა არ შეესაბამება სიმართლეს. იგი იმყოფება შეუძლოდ.

გარკვეული კითხვის ნიშნები ამან გააჩინა საზოგადოებაში, თუმცა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პოლიციელებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად, პოლიციელებიც ხდებიან ავად. შესაბამისად როგორც კი გამოჯანმრთელდება ეს ადამიანი გამოცხადდება კომისიაზე.

ეს ადმიანი დაგეგმილად არ გახდა ავად და შესაბამისად ვერ ჩააყენა კომისია საქმის კურსში“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

უცნობია, როდის მოახერხებს სიგუა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლას.  

დღის ამბები