19 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
ბავშთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბავშთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში, საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროცესი დახურული იყო. 

გამოძიების ინფორმაციით, ისინი საკუთარ შვილებს, 8 წლის ტყუპ გოგონებს მეტრო სადგურებში, გადასასვლელებზე, შუქნიშნებთან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, უარის შემთხვევაში მუქარით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

ბრალდება 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები