20 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
ნარკოტიკების მომხმარებელ, მათ შორის ტრანსგენდერ ქალთა საჭიროებები - ნარკომომხმარებელ ქალთა პრობლემებზე დისკუსია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნარკოტიკების მომხმარებელ, მათ შორის ტრანსგენდერ ქალთა საჭიროებებზე და არსებულ სერვისებზე ისაუბრეს.

დღეს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში" ორგანიზაცია "ჰეპა +" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო, რაც მათ სტიგმატიზებასა და ჩაკეტილობას განაპირობებს.

ორგანიზაციის ჩატარებული კვლევის მიხედვით არსებული ნარკოლოგიური სერვისები გენდერულად სენსიტიური არ არის, რაც ნარკოდამოკიდებული ქალების სამკურნალო პროგრამებში ჩართულობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მოეწყო თემის წევრების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რის შედეგადაც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქალთა საჭიროებებს.

დღის ამბები