25 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
დაბინძურებული ჰაერი და ონკოლოგიური დაავადებების საშიშროება თბილისში - 25 ლოკაციაზე ჰაერი უვარგისია

დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქში - თბილისის ცალკეულ უბნებში აზოტის დიოქსიდი დადგენილ ნორმას ბევრად აჭარბებს. მათ შორის არის თამარ მეფის და წერეთლის გამზირები, სადაც ჰაერის ხარისხი საგრძნობლადაა დაბინძურებული. მიზეზი ავტომანქანების გამონაბოლქვია, რომლის გამოც ჰაერი თამარ მეფის და წერეთლის გამზირების გარდა, კიდევ 25 სხვადასხვა ლოკაციაზე უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

დაბინძურებული ჰაერი სასუნთქი გზებისა და სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია. განსაკუთრებით საშიში კი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვისააონკოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემა რთულია, თუმცა მისი მოგვარება შესაძლებელია. 

კვლევა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დაფიქსირებული მაჩვენებლის გამო ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება და მათშორის გარეუბნებსაც მოიცავს. 

 

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები