19 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ხმაური ჭავჭავაძეზე - მოსახლეობა კორპუსიდან 8 მეტრის დაშორებით ახალი კორპუსის დარღვევებით მშენებლობას აპროტესტებს

ხმაური თბილისში, ჭავჭავაძის 38 ნომერში - ადგილობრივები საცხოვრებელი კორპუსიდან 8 მეტრის დაშორებით ახალი კორპუსის დარღვევებით მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა 2012 წლიდან დაობს და აცხადებს, რომ მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით, საფრთხე ექმნება საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებას.

ადგილობრივები უკვე თვეებია, უშედეგოდ ითხოვენ დედაქალაქის მერთან შეხვედრას.

„რაც ბატონი კალაძე დადგა ხელმძღვანელად იმის მერე ვითხოვთ, მერიაში ვინმე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას. სამწუხაროდ, არ ხერხდება, რამდენი წერილი არ მივწერეთ, რამდენი ზარი არ განვახორციელეთ, ჩვენ მასთან ან მის მოადგილესთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, დიმიტრი მაისურაძემ.

ჭავჭავაძის 38 ნომერში მცხოვრებლებს თბილისის მთავრობიდან მხოლოდ რამდენიმე წერილი მოუვიდათ, რომ მშენებლობა ნამდვილად დარღვევებით მიმდინარეობდა და ამის გამო არაერთხელ შეაჩერეს, თუმცა აპრილიდან სამუშაოები ისევ განახლდა.

დღის ამბები