25 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
დევრიშაძის სკანდალი - რუსეთის ჯაშუშის საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება

რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული დევრიშაძის სკანდალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ურთიერთბრალდებები ავლაბრის რეზიდენციასა  და პარლამენტის უმრავლესობას შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივას მოჰყვა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუშებთან სტრატეგიული სამინისტროების თანამშრომლობის აკრძალვას ითხოვს.

შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს შეეწყვიტა ტენდერი, გრუს აგენტის კომპანია ამ დრომდე რჩება 2 მილიონიანი გარიგებაში გამარჯვების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად.

დევრიშაძის კომპანიას ქართველი ჯარისკაცების 26 ათასი წყვილი ფეხსაცმლით მომარაგება სურს.

ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის მიღების გარდა კი დევრიშაძეს ექნება წვდომა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციაზე.

თუ თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედროებისთვის ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს გააუქმებს, გამოდის რომ პეტრე დევრიშაძის კომპანია კიდევ ორ მილიონ ლარს დაკარგავს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ტენდერი სადაც ასევე დევრიშაძე იმარჯვებდა, საქმე ეხება პატრულ ინსპექტორებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების მიწოდებას. 

დღის ამბები