19 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
დოკუმენტი, რომლითაც ქაოტური მშენებლობები უნდა დარეგულირდეს - თბილისის გენგეგმა მზად არის

4 ახალი პარკი და 11 დასახლებული უბნის მშენებლობა - 1200 გვერდიანი თბილისის განვითარების ახალი სტრატეგია, რომელიც დედაქალაქის მერიასა და კერძო კომპანიას შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა, მაინც დაიწერა. თბილისის გენერალური გეგმა ის ოფიციალური საბუთი იქნება, რომლის მიხედვითაც ქალაქში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს, მათ შორის ამ დოკუმენტით ქაოტური მშენებლობები უნდა დარეგულირდეს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კონკრეტულად არის გაწერილი ადგილები, სადაც განაშენიანება მკაცრად გაკონტროლდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ვერეს ხეობა და ნინო ჟვანიას ქუჩაა.

თბილისის განვითარების დოკუმენტი ქალაქის მერმა ერთხელ დაიწუნა და კონცეფციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. მაშინ კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შესაცვლელი არაფერი იყო. დახარვეზებული დოკუმენტიდან 6 თვის შემდეგაც „სითი ინსტიტუტში“ ისევ ამბობენ, რომ მათი მხრიდან არაფრის დათმობა არ მომხდარა, თუმცა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე მერიასთან მაინც შეჯერდნენ.  

თბილისის ჰამქარში ფიქრობენ, რომ განაშენიანების გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია თუმცა მერიაში სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნა რომელიც უკვე გაცემული ნებართვების კანონიერებას შეისწავლის, თუ ამ ნებართვებს არ გადახედავენ მიწათსარგებლობის გეგმა ფარატინა ფურცლად დარჩება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულოში სავარაუდოდ ხვალიდან გადააგზავნიან.

დღის ამბები