25 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
საზეიმო ღონისძიებები ვაშინგტონში - აშშ დამოკიდებლობის დღეს აღნიშნავს

აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ვაშინგტონში დილიდან მიმდინარეობს. ტარდება კონცერტები, ეროვნულ არქივში კი წაიკითხეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. დღის მთავარი სანახაობა აღლუმია, რომელიც კონსტიტუციის გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ტრადიციულად 4 ივლისს ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანი ჩამდის იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის დღეს იზეიმოს.

ქუჩებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ადგილზე სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.  წინასწარ გამოქვეყნდა იმ ნივთების სიაც, რომელთა შეტანაც კონკრეტულ ლოკაციებზე ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ეკრძალებათ. მათშორის არის დრონი, იარაღი, ალკოჰოლი და მინის ბოთლები. 

დღის ამბები