20 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
"ქვეყანა თავზე გვექცევა, ქვეყანას „ოცნება“ ვერ პატრონობს" - დავით უსუფაშვილის მიმართვა პრეზიდენტს

„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა, ცუდიდან უარესობისკენ მივდივართ და ეს განცდა გაამძაფრა ამ გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა,“-ეს განცხადება, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა გააკეთა. დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა.

დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს კონკრეტული პოლიტიკური გეგმა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა პროფესიონალებთან ერთად ბრძოლა შესთავაზა.

„ჩემი აზრით, მე კი არა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მისულია იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანას „ოცნება“ ვერ პატრონობს, ამსტერდამის დაჯგუფება ქვეყანას არყევს, რუსები და პრორუსები ქვეყანას ანგრევენ. ასეთ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით. მე მარგველაშვილს ვეუბნები, თუ თვლის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაა სწორი გრძელვადიანი ამოცანა, რომელიც სახელისუფლებო საკითხებს მოაგვარებს, მაშინ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი როლი და ფუნქცია ერთად განვსაზღვროთ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში. რატომ მივმართავ მარგველაშვილს? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთი ცალი კაცია, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, თუ რას აპირებს დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები