19 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს, მმართველი გუნდი კი შალვა თადუმაძეს უჭერს მხარს

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი ბრალმდებლის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მთავარი პროკურორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ყველამ იცოდა, რა მოხდებოდა. დარწმუნებულები ვიყავით, ეს იქნებოდა ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ადვილად შეასრულებდა ივანიშვილის დავალებებს. ვინაიდან მთავარი ამ პოსტზე კრიტერიუმების შერჩევისა, უნდა იყოს პირადი ერთგულება, პირადი დავალებების შესრულება, შავბნელი საქმეების შესრულება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აცხადებენ, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან მხარს არცერთს არ დაუჭერენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ღიად ამბობენ, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის მათი ფავორიტი შალვა თადუმაძეა.  

„ჩემს არჩევანზე როცა მიდგება საქმე, მე შალვა თადუმაძეს დავუჭერდი მხარს. ის იმ პოლიტიკური ჯგუფის და სკოლის წევრია, სადაც სამართლის დამკვიდრების მოთხოვნა პოლიტიკურ მიკერძოებაზე გაცილებით მაღლა დგას,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები