19 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
გადამწყვეტი იქნება, თავად პრეზიდენტი რამდენად არის განწყობილი იბრძოლოს „ქართულ ოცნებასთან“ - ელენე ხოშტარია უსუფაშვილის განცხადებაზე საუბრობს

„ევროპულ საქართველოში“ უსუფაშვილის წერილს საპარლამენტო უმრავლესობისაგან და "ნაციონალური მოძრაობისგან" რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ყველა ოპოზიციური კანდიდატი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობაში, როცა შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაიგეგმოს.

„არის შანსი იმისა, რომ იყოს მეორე ტური. მეორე ტურში უნდა მოხდეს გაერთიანება იმ კანდიდატის გარშემო, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, თუმცა გადამწყვეტი ამ კონკრეტულ ვითარებაში არის ის თუ პრეზიდენტი რამდენად არის განწყობილი იყოს კანდიდატი და რამდენად თავად არის განწყობილი იბრძოლოს „ქართულ ოცნებასთან,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ღია წერილით მიმართავს და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის ერთად აღებისკენ მოუწოდებს. "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან ამბობს, რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" ვერ პატრონობს.

დღის ამბები