25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ორი მოზარდი გამოკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ორი მოზარდი გამოკითხა. არასრულწლოვნებთან გასაუბრება ისევ ფსიქოლოგების თანდასწრებით მოხდა. მათგან მიღებული ინფორმაცია კი კომისიის დასკვნაში აისახება.

მოზარდები, რომლებიც დღეს გამოკითხეს, არ არიან სისხლიანი გარჩევის უშუალო მონაწილეები, ისინი ინციდენტის თვითმხილველები არიან.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა სისხლიანი გარჩევის შემდეგ, საგამოძიებო კომისია ცდილობს, თვითმხილველი არასრულწლოვანი მოწმეებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღონ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოსა და გამოძიებისთვის მიცემული თვითმხილველების ჩვენები უმეტეს შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სიახლე თვითმხილველ მოწმეებს დღევანდელ დაკითხვაზე არ უთქვამთ.

დღის ამბები