23 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჭუბერში მოსახლეობის დასახმარებლად გამგზავრებას გეგმავენ

 

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამგზავრებას გეგმავენ. განცხადება დღეს მათ პარტიის ოფისში გააკეთეს.

ახალგაზრდების თქმით, მას შემდეგ, რაც სტიქია გაივლის და გადაადგილება შესაძლებელი გახდება, ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარონ.

„ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი წვლილია და მოვალეობაა, დავაფიქსიროთ მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. სწორედ ამიტომ, თითოეულ ახალგაზრდას, რომელსაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ, რომ მოგვმართოთ. რათა ერთად ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში,“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები