19 აგვისტო 2018,   08:18
ვრცლად
„როდესაც არაფერს აკეთებ, პიარში დახარჯული ფული არის ჰაერში გადაყრილი თანხები" - ზაალ უდუმაშვილი 

„პიარი მუშაობს მაშინ, როდესაც საქმეს აკეთებ, როდესაც არაფერს აკეთებ და ქვეყანა ყოველ დღიურად უკან-უკან მიდის, პიარში დახარჯული ფული არის ჰაერში გადაყრილი თანხები,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

კვლევის მიხედვით, მმართველმა გუნდმა 5 წლის განმავლობაში პიარში 160 მილიონი ლარი დახარჯა,

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ სახეს აჩვენებს, რადგან იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების ყოველდღიური მდგომარეობა უარესდება, ხელისუფლება რეკლამაში დიდ თანხას ხარჯავს.

„ეს კვლევა პირდაპირ ასახავს „ქართული ოცნების“ რეალურ სახეს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ მთელი 6 წლის განმავლობაში 20 ლარიც კი ვერ გაიმეტა პენსიონერებისთვის, აღმოჩნდა, რომ ათეულობით მილიონს საკუთარი თავის პიარს ახმარს. მით უმეტეს, საგანგაშოა ეს ციფრები, ვინაიდან, როგორც ვხედავთ დახარჯული თანხები ყოველწლიურად მატულობს და იზრდება. ასევე საჯარო მოხელეების ანაზღაურების მეხუთედს ხელისუფლება საკუთარ პიარშიკებს უხდის,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები