23 ოქტომბერი 2018,   21:19
ვრცლად
გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა რამდენად შედეგის მომტანი იქნება, ამას ვნახავთ - ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა, რამდენად შედეგის მომტანი იქნება, ამას გარკვეული დროს დასჭირდება, რომ დავინახოთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პროკურატურაში ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდნენ.

ომბუდსმენი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება და ასევე, ასრულებს შუამავლის ფუნქციას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზაზა სარალიძეს გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები ჰქონდა და დღეს გამართულ შეხვედრაზე კონკრეტულ გეგმებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.

ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ გამომძიებლებსა და დაზარალებულ ოჯახს შორის შეხვედრა სამომავლოდაც გაიმართოს.

დღის ამბები